მამუკა არეშიძე: “რუსთავი 2” ჩემთვის არაა თავისუფალი სიტყვის სიმბოლო, ის პარტიული ორგანოა

ექსპერტი მამუკა არეშიძე „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თემას ეხება და აცხადებს, რომ მისთვის ეს ტელევიზია არ არის თავისუფალი სიტყვის სიმბოლო და ის უფრო პარტიული ორგანოა.
„ვისმენ სხვადასხვა მხარის, იურისტების საუბარს და შთაბეჭდილება მრჩება, რომ სამართლებრივ ჩარჩოში ჯდება, მაგრამ იყო იქ ზოგიერთი ნიუანსები, რომლის დაშვებაც არ შეიძლებოდა. პრინციპში, მოსამართლე ურთმელიძემ შექმნა ისეთი ფაქტი, რომელმაც ცუდი ნებათაღელვა გამოიწვია. გამაღიზიანებელი იყო განჩინების ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა სატელევიზო პროგრამას. თუმცა, შემდეგ მე მქონდა უცხოელ ექსპერტებთან საუბარი და გაირკვა, რომ ეს დასაშვები ნორმაა. საქმე ისაა, რომ არავიტარი ახსნა, განმარტება, შესაბამისი იურიდიული სამსახურებისგან არ მოჰყოლია. ეს ყველაფერი საზოგადოებამ ცუდად აღიქვა. მე ამ შემთხვევაში არ ვდაობ, რამდენად სამართლიანი იყო. ჩემთვის რუსთავი 2 მართლა არ არის თავისუფალი სიტყვის სიმბოლო, ჩემთვის ეს არის პარტიული ორგანო, მაღალპროფესიული და ასე შემდეგ. ბუმერანგივით დაუბრუნდა ნიკა გვარამიას ის, რაც თავის დროზე თვითონ ჩაიდინა. ასე რომ ამაში კანონზომიერებაა“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები