ბიძინა ივანიშვილი: ირმა ინაშვილს მინდა ვთხოვო, რომ შიმშილობაზე უარი თქვას

საქართველოს ყოფილი პრემიერ – მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს ირმა ინაშვილს სთხოვს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს.
ბიძინა ივანიშვილმა ირმა ინაშვილს მიულოცა და აღნიშნა, რომ მათ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს „ქართულ ოცნებას“.
ივანიშვილი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს სამწუხაროს უწოდებს და აცხადებს, რომ ის დღევანდელ ხელისუფლებას აზარალებს.
„ირმა ინაშვილს მინდა მივულოცო. მათ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს კოალიციას. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო. რეალურად, თანაბარი ბრძოლა დააფიქსირეს. სამწუხაროა განცხადებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ის აზარალებს დღევანდელ ხელისუფლებას. ტერმინი „გაყალბებული არჩევნები“ ჩემთვის მიუღებელია. მოპარული არჩევნები არ ყოფილა. იქ ჩუმად არავის არაფერი უკადრებია. კონკრეტული კითხვები, რაც არსებობს არჩევნებში სამხედროების მონაწილეობასთან დაკაშირებით, ეს გასაჩივრებულია. აქ საუბარი იყო მინისტრებზეც. შემიძლია ვთქვა, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ. მინდა მოვუწოდო პოლიტიკოსებს, ეს თემა დახვეწონ, რომ სალაპარაკო აღარ გახდეს. საზოგადოებას განუმარტონ ნორმები. ქართველები მაქსიმალისტები ვართ. ყველაფრის კულმინაციაში აყვანა გვინდა. ირმა ინაშვილს მინდა ვთხოვო, რომ ამ უკიდურეს ფორმაზე უარი თქვას. მან ენერგიულად იბრძოლა საგარეჯოში. ყველა დანარჩენმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა ამ არჩევნებს. მიზეზი მარტივია. ვერცერთმა ვერ გასწია წინააღმდეგობა, როგორც ინაშვილის პარტიამ, მათ შორის, ვერც „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მათ ყველაფერი წინ აქვთ. არჩევნები ამით არ დასრულებულა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები