მთავარ პროკურატურაში ნილს მუჟნიეკსთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან ნილს მუჟნიეკსთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის წარმომადგენლები, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის 2014 წლის ანგარიში განიხილეს. მთავარი პროკურორის მოადგილემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს იმ მიღწევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც პროკურატურამ განახორციელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში. ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებს პროკურატურის წარმომადგენლებმა გააცნეს სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიში, დანაშაულის გამოძიების, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ ინფორმაცია და სტატისტიკური მონაცემები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები