ბიძინა ივანიშვილი: “ნაციონალური მოძრაობა” სამეგობროთი ცდილობს, კონსტიტუციური ნორმები შეაჩეროს

“ნაციონალური მოძრაობა” სამეგობროთი ცდილობს, კონსტიტუციური ნორმები შეაჩეროს“, – განაცხადა ექსპრემიერ- მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ს სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში რამდენიმე დღის წინ მიიღო.
როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, “ნაციონალები” სწორედ ამ სამეგობროთი ცდილობენ, შეაჩერონ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე გარკვეული კონსტიტუციური ნორმა.
“რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, მაგრამ მე არ მინდა მედიამ და ჩვენ დავიწყოთ გარჩევა, როგორ იქცევა საქალაქო ან საკონსტიტუციო სასამართლო. მე მხოლოდ ერთი მინიშნებით შემოვიფარგლები და ამის იქით არ გავალ, რომ სამეგობროთი ცდილობს “ნაციონალური მოძრაობა” კონსტიტუციური ნორმები შეაჩერონ და მერე ლინჩის წესით და კარვებით დაიწყოს გასამართლება. ეს ვერ მოხდება და ამას შესატყვისი ორგანო – მას პარლამენტი ჰყავს მოპასუხედ, პასუხს გასცემს”, – განაცხადა ივანიშვილმა.
ყოფილი პრემიერის თქმით, კითხვები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არსებობს, პასუხი სამართლებრივი გზით უნდა გაეცეს და არა პოლიტიკური განცხადებებით და მუქარით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები