ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მთავრობამ სასაზღვრო ზონიდან რამდენიმე დასახლებული პუნქტი ამოიღო

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მთავრობამ ცვლილებები შეიტანა „სასაზღვრო ზონის შესახებ“ ადრე მიღებულ დადგენილებაში. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ამ დადგენილების მიხედვით, სასაზღვრო ზონიდან ამოღებულია ცხინვალის სამხრეთ გარეუბანი, ასევე დასახლებული პუნქტები: ერმანი, ედისი, კვაისა, აუნეი, ხეთაგუროვო, თბეთი, გუძაბარი და ფრისი. „ამჟამად სასაზღვრო ზონა ამ დასახლებულ პუნქტებში ერთ კილომეტრს შეადგენს, რაც იმაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე ადრე იყო განსაზღვრული“, – განუცხადეს “სპუტნიკს“ ე.წ. სასაზღვრო სამსახურში. ამ დოკუმენტის ავტორების აზრით, ეს გადაწყვეტილება საშუალებას მისცემთ რაიონების ხელმძღვანელებს, იქ სპეციალური ნიშნები დააყენონ, რათა სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტები შემცირდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები