9 ნოემბერი

09:00 – მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

10:00 – ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) რიგით მეორე პროექტის გახსნის ცერემონიალი გამართება. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის.
მის: სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია

11:00 – “პირველ პრესკლუბში” საერთაშორისო კონფერენციაზე “გენდერული თანასწორობისათვის – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში” “ქალთა მოძრაობის დამფუძნებელი ბაია პატარაია და ამავე ორგანიზაციის წევრი ნინო დანელია ბრიფინგს გამართავენ და კონფერენციასთან დაკავშირებულ მოლოდინებს და გეგმებს გაგვაცნობენ.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში შემოქმედებითი გაერთიანება ეროვნული იმპერატივი გიორგი სავანელი, თამარ ადამია,ქეთევან შერვაშიძე პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის დაარსება.

11:00 – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გუბაზ სანიკიძე ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის პირველ ვიცე-სპიკერ იაროსლავა იერმანოვას შეხვდება.
მის: თბილისი, A კორპუსი, ოთახი N110

11:30 –  თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი, „რესპუბლიკელი“ დავით ზურაბიშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენები და მასთან დაკავშირებით ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული ხმაურიანი განცხადებები; „შუაღამის განჩინება“.
მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

11:30 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პოლიტიკური დაპირისპირება, რუსთავი2

11:30  – “პირველ პრესკლუბში” “ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. თემები: სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინება “რუსთავი 2”-ის ადვოკატების მნიშვნელოვანი შეცდომის შედეგი; ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00 – საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თამაზ მეჭიაური პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. თემები: პრეტენზიები დიპლომატიური კორპუსის მიმართ და რას ითხოვს მათგან დეპუტატი; საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი; 2016 წლის ბიუჯეტი; ლარი და ზედამხედველობა.
მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

12:00 – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლატვიის აუდიტორია გაიხსნება. ღონისძიებას საპატიო სტუმრები ლატვიიდან, ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, საელჩოებისა და სამინისტროების წარმომადგენლები, სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.
მისამართი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი. პოლიტკოვსკაიას 61, მე-7 სართული.

12:00 – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში, პარტია “მემარცხენე ალიანსი”–ს ლიდერები “სოკარი”–ს უკანონო, დანაშაულებრივი ქმედებების წინააღმდეგ საპროტესტო აქციას ჩაატარებენ.
საკონტაქტო პირი: პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო ქეშელაშვილი 598 700 642

12:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი შოთა მალაშხია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პოლიტიკური დაპირისპირება, რუსთავი2

12:00 – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე კიღურაძე, ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის პირველ ვიცე-სპიკერ იაროსლავა იერმანოვასთან შეხვედრას გამართავს.
მის: თბილისი, ჩ კორპუსი, ოთახი N238

12:45 – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია – აქცია თემაზე: მოსახლეობის ნებაყოფლობითი C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისათვის მობილური ამბულატორიების გადაცემა.
მისამართი: ქ.თბილისი, ასათიანის ქ. 9. საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 95 61 03, ამბროსი კეკელიძე 599 94 6431

13:30 – დაბა ყაზბეგში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იუსტიციის სახლს გახსნის. ღონისძიების ოფიცალური ნაწილის დასრულების შემდეგ კონცეტრი გაიმართება.

15:00 – პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

16:00 – აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული და კომიტეტის წევრები საქართველოში მოქმედი სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდებიან. მის: თბილისი, პარლამენტის კინოდარბაზი.

18:00 – Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში დიზაინერ მატა ცერცვაძის “MATASSI” გაზაფხული-ზაფხული 2016 წლის კოლექციის ჩვენება გაიმართება.
მის: რუსთაველის 27, ზურაბ წერეთლის სახელობის მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები