“საზოგადოება “რუსთავი 2″-ს კონსტიტუციური და მშვიდობიანი მეთოდებით დავიცავთ”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგი წერეთელი „რუსთავი 2″-თან დაკავშირებით მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას „ყაჩაღური მიდგომების” გაგრძელებად აფასებს.
„ეს არის გაგრძელება ყაჩაღური მიდგომებისა „რუსთავი 2″-თან მიმართებაში, რომ აუცილებლად უნდა იყოს ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით დაბრუნებული. აპელაციამდე არ მოხდა აღსრულება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების და ე.წ. მოსამართლემ მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. იმ მეთოდებით, რომელიც არის კონსტიტუციური და მშვიდობიანი, დავიცავთ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ საზოგადოება”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა. “რუსთავი 2”-ის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები