აშშ-ს ელჩის მოადგილის პასუხი თეა წულუკიანს: ფოკუსირება არ უნდა მოვახდინოთ პატარა დეტალებზე

იუსტიციის მინისტრის განცხადებას საქართველოში აშშ-ს ელჩის იან კელის განმარტებასთან დაკავშირებით ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფოკუსირება პატარა დეტალებზე არ უნდა ხდებოდეს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ბერლინერმა განმარტა, ელჩმა დილით, საკმაოდ ნათლად ჩამოაყალიბა წუხილის მიზეზი.
“მნიშვნელოვანია მთლიანობაში განვიხილოთ ის, რაც თქვა ელჩმა დილით. ელჩმა საკმაოდ ნათლად ჩამოაყალიბა მისი წუხილის მიზეზი. ფოკუსირება არ უნდა მოვახდინოთ პატარა დეტალებზე. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ აუცილებელია სიტყვის თავისუფლება.
საქართველოში ახლოვდება არჩევნები. სწორედ, ამიტომ ამ უფლების დაცვა არის უმნიშვნელოვანესი. ეს ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია”, – დასძინა ელჩის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა, რომ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით მოსამართლემ განაჩენი ღამით გამოიტანა. სწორედ აღნიშნული განცხადების გამო იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მისგან განმარტებების გაკეთება მოითხოვა და განაცხადა, რომ განცხადება მის უწყებაში საღამოს შევიდა და დილით დარეგისტრირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები