„ვიქნებით მომხრე, საქართველოში მედიასივრცე სახელმწიფოს ჩარევისგან თავისუფალი იყოს“

არ მინდა, ვინმეს რამე მივუთითო, მაგრამ ჩემში ამ გადაწყვეტილების მიღების დრომ არასასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას.

კვაჭანტირაძე მომხრეა, რომ მედიასივრცე სახელმწიფო ჩარევისაგან თავისუფალი იყოს.

„გულწრფელად ვიტყვი, ჩემზე ნამდვილად არ ახდენს დადებით შთაბეჭდილებას ის, რომ ასეთი გადაწყვეტილებები გვიან ღამით მიიღება. ნამდვილად არ მომწონს ეს ფაქტი და მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილების ასეთ ფორმატში მიღება, სახელმწიფოს ინტერესს ნამდვილად არ შეესაბამება. შეიძლება მოსამართლეს დღისითაც ის გადაწყვეტილება გამოეტანა, რაც ღამით გამოიტანა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების დრო ჩემში დადებით ემოციებს ნამდვილად არ იწვევს. ეს მახსენებს იმ დროს, როცა „ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში, გადაწყვეტილებები ღამღამობით მიიღებოდა და წილების გადაფორმება-გადმოფორმება ხდებოდა.

არ მინდა, ვინმეს რამე მივუთითო, მაგრამ ჩემში ამ გადაწყვეტილების მიღების დრომ არასასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა. პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკოსების მხრიდან, რაიმე ზედმეტი განცხადება შესაძლოა, განხილულ იქნას, როგორც მოსამართლეზე ზეწოლა. ერთს დავადასტურებ, რომ ნამდვილად ვიქნებით მომხრე, საქართველოში მედიასივრცე სახელმწიფოს ჩარევისგან თავისუფალი იყოს”, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები