გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე იული იოელ ედელშტეინი და ისრაელის საპარლამენტო დელეგაცია მიიღო, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ისრაელს შორის უკანასკნელ პერიოდში მზარდი ორმხრივი თანამშრომლობა და გამოთქვეს არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს უკანასკნელ პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით ჩამოყალიბებულ ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებს, რაც ხელს უწყობს საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას.
განსაკუთრებით აღინიშნა თანამშრომლობის დიდი პოტენციალი ეკონომიკური მიმართულებით, რაც მოიცავს ორმხრივ ვაჭრობას, ინვესტიციებს და ტურიზმს. შეხვედრისას მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე.
ისრაელის მხარემ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები