“ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება აშკარად აჭარბებს საკუთარ უფლებამოსილებას”

რატომ მისცა სასამართლომ საკუთარ თავს უფლება და რატომ გადაწყვიტა შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებით გაეკეთებინა კომენტარი და გაეკეთებინა მითითებები, – ამის შესახებ განცხადებას „რესპუბლიკური“ პარტიის ერთ -ერთი წევრი თამარ კორძაია აკეთებს.
მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება საკუთარ უფლებამოსილებას აჭარბებს, ვინაიდან თუ შინაარსობრივ ნაწილს დაარღვევს ტელემაუწყებელი, ეს არ არის წინასწარი რეგულირების სფერო.
“რატომ მისცა სასამართლომ საკუთარ თავს უფლება და რატომ გადაწყვიტა შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებით გაეკეთებინა კომენტარი და გაეკეთებინა მითითებები. მე ვფიქრობ, რომ ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება აშკარად აჭარბებს საკუთარ უფლებამოსილებას, ვინაიდან თუ შინაარსობრივ ნაწილს დაარღვევს ტელემაუწყებელი, ეს არ არის წინასწარი რეგულირების სფერო. წინასწარი რეგულირება დაუშვებელია გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებით და თუ ლიცენზიით დადგენილ პირობებს დაარღვევს ტელევიზია, მაშინ ეს უკვე არის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განსჯადი თემა. ეს არის შემდგომი რეაგირების თემა და არა სასამართლოს წინასწარ განსჯადი. სასამართლოს ამ საკითხზე არ უნდა ემსჯელა, თუნდაც ყოფილიყო ამაზე მხარის – ხალვაშის მოთხოვნა”, – აცხადებს თამარ კორძაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები