თინა ხიდაშელი დავით დარჩიაშვილს: სასამართლო ხელისუფლებაზე არ ვიღებ პასუხისმგებლობას

სასამართლო ხელისუფლებაზე არ ვიღებ პასუხისმგებლობა ესეც ცალსახად შემიძლია გითხრათ, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პარლამენტში, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით დარჩიაშვილის მიერ “რუსთავი2“ -ის საქმეზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. დარჩიაშვილმა ხიდაშელს საქართველოში აშშ-ს ელჩის იან კელის მიერ “რუსთავი 2“ -ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებაზე დაუსვა კითხვა.
“მე მაინტერესებს, თუ ასეთი შეშფოთებები გამრავლდა შეერთებული შტატების თანამდებობის პირებისაგან, რომ ეს აისახოს ჩვენს როგორც სამხედრო, ისე, ზოგადად, უსაფრთხოების სფეროში, თუ აიღებთ პასუხისმგებლობას, როგორც მთავრობის წევრი? აღნიშნული კითხვის საპასუხოდ თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ის როგორც მთავრობის წევრი, პასუხისმგებლობას იღებს მთავრობის ყველა მოქმედებაზე, მაგრამ პასუხისმგებლობას არ აიღებს სასამართლოს ხელისუფლებაზე. “თქვენგან განსხვავებით არასოდეს არ გავქცევივარ პასუხისმგებლობას, მე საქართველოს მთავრობის წევრი ვარ და აბსოლუტურად ყველა მოქმედებაზე და უმოქმედებაზე (ორივე ნაწილია ჩვენი ცხოვრების), რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, ვიღებ პასუხისმგებლობას, მთავრობა არის კოლექტიური პასუხისმგებლობის ორგანო და მე არ ვეკუთვნი იმ ადამიანებს, რომლებმაც იციან ხოლმე ასე ლაპარაკი: „იცით რა? ეს ჩემი სფერო არ არის“.. მე როცა პარლამენტში ვიყავი უმრავლესობის წევრი, მაშინაც ვიღებდი პასუხისმგებლობას ჩემ მიერ ხმამიცემული მთავრობის საქმიანობაზე და დღესაც სრულად ვიგებ პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებაზე. ოღონდ სასამართლო ხელისუფლებაზე არ ვიღებ პასუხისმგებლობას. ესეც ცალსახად შემიძლია გითხრათ“,- მიმართა თინა ხიდაშელმა დარჩიაშვილს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები