„ყარამანიშვილების სახით, „რუსთავი 2“-ს მფლობელებად სააკაშვილი და კეზერაშვილი ჰყავდა“
„მიმაჩნია, რომ ყარამანიშვილები უბრალოდ რეგისტრირებული მფლობელები არიან და მათი სახით „რუსთავი 2“-ს მფლობელებად მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი ჰყავდა“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მიროტაძის განცხადებით, „რუსთავი 2“ მრავალი წლის განმავლობაში ხელისუფლების ხელში იარაღი იყო.
„ ჩემი შეხედულებით, არა ყარამანაშვილები, არამედ მეპატრონეები სააკაშვილი და კეზერაშვილი არიან. იმისათვის, რომ დადგინდეს სიმართლე, საჭიროა, რომ ყველა ადამიანმა, ვინც რამე იცის „რუსთავი 2“- თან დაკავშირებით, ამის შესახებ განაცხადოს და ყველა ინფორმაცია საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი ჟურნალისტებისთვის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს, რომ გავარკვიოთ, ვის აქვს უფლება, იბრძოლოს მისთვის“, – განაცხადა ანი მიროტაძემ.