დავით დვალი: თავში არ მოუვიდეს არავის ერთი ზარი მაინც გააკეთოს ვინმესთან და ზემოქმედება მოახდინოს
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით დვალის განცხადებით, “რუსთავი 2” -ის ჟურნალისტების საქმიანობაში არავინ არ ჩაერევა. ამის შესახებ მან სასტუმრო “რედისონში” გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, არავინ არ ჩაერევა ჩვენს საქმიანობაში. თუ ვინმეს უხარია დღეს და ალბათ უხარიათ მთავრობაშიც ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ქიბართანაც… თავში არ მოუვიდეს არავის ერთი ზარი მაინც გააკეთოს ვინმესთან და რაიმე ზეწოლა ან ზემოქმედება მოახდინოს ვინმეზე. ჩვენ ვიქნებით გარანტი და კედელი, რათა თქვენ, თავისუფალ ჟურნალისტიკას დაუბრუნდეთ და იმუშაოთ ისე, რასაც თქვენი მსოფლმხედველობა გკარნახობთ”, – განაცხადა დავით დვალმა.