3 ნოემბერი
09:00
საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას მინისტრი დავით სერგეენკო გახსნის. მის: ვარდების მოედანი N1 (სასტუმრო რედისონი)
10:00
შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის (DCAF) და თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს (CCDS) მხარდაჭერით საქართველოს პარლამენტში სამუშაო შეხვედრაა დაგეგმილი. მის: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი.
11:00
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შეაფასებს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
,,ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია” სასჯელაღსრულების მინისტრს მიმართავს. სასჯელააღსრულების დაწესებულებლებში პატიმრებს განზრახ სჯიან, რომ პირობით ვადამდე არ გათავისუფლდნენ. მის: სასჯელაღსრულების სამინისტრო. ტელ: 598549484
11:30
თბილისის საქალაქო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესი განახლდება.
E1
11:30
NEW
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართება.
12:00
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ახალი პროექტის პრეზენტაციას გამართავს. მისამართი: „რუმს ჰოტელ თბილისი“, კოსტავას 14.
12:00
“პირველ პრესკლუბში” თბილისის საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შეაფასებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
საგარეჯოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე ირმა ინაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. შეაჯამებს შუალედურ არჩევნებს, ისაუბრებს დავის სამართლებრივი გზით გარძელებაზე და არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა კითხვას უპასუხებს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
13:00
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, ლაშა ციბაძე ,,რეპორტიორის“ პრეს-კლუბში, სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ღვთისმშობლის ნახატის გამოფენასთან დაკავშირებით, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებსა და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რეგულაციებზე ისაუბრებს. მისამართი: ქ. თბილისი, იოსებიძის ქ. #57. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი, 599 010344
14:00
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
14:30
“პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შეაფასებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
15:00
საქართველოს რეგიონებში, საქართველოს პარლამენტის, სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით, “საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვა მოხდება. მის: გორი, სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა.
16:00
კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილ. აბულაძის საგამოფენო დარბაზში ფილოლიგიურ-ისტორიული კრებულის „მრავალთავის“ №24 პრეზენტაცია გაიმართება.
16:00
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის “უდროობის გმირი” პრეზენტაცია გაიმართება. მის: თბილისი, პარლამენტის კინოდარბაზი.