2 ნოემბერი
11:00 თბილისის საქალაქო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის საქმის განხილვა გაგრძელდება.
11:00 თბილისის იუსტიციის სახლში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა“ და იუსტიციის სახლს შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რომელსაც ხელს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე სისაური და იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ტაბიძე მოაწერენ.
11:00 მამუკა არეშიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შეაფასებს. მათ შორის ისაუბრებს შუალედური არჩევნებზე. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
12:00 საგარეჯოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი თამარ ხიდაშელი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს, შეაჯამებს შუალედურ არჩევნებს და არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა კითხვას უპასუხებს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
14:00 “პირველ პრესკლუბში” “საია”-ს ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი ბრიფინგს გამართავს და შუალედურ არჩევნებს შეაფასებს. მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ, საკონტაქტო: 595 03 77 22 ნინო რაზმაძე.
15:00 საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ნეფარიძის ორგანიზებით, წმინდა ბერის გაბრიელ სალოსის ხსნების დღესთან დაკავშირებით, ნავთლუღში წმინდანის სახელობის მოედნის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართება. მის: ნავთლუღი, მამა გაბრიელის სახელობის მოედანი
15:00 “პირველ პრესკლუბში” “დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე ბრიფინგს გამართავს და შუალედურ არჩევნებს შეაფასებს. მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ, საკონტაქტო: 595 03 77 22 ნინო რაზმაძე