ეკატერინე გრიგალავამ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის გარემოსდაცვითი პოლიტიკის კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის გარემოსდაცვითი პოლიტიკის კომიტეტის (CEP) შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველოს გარემოსდაცვითი საქმიანობის ეფექტიანობის მესამე მიმოხილვის დოკუმენტი(EPR3) დასამტკიცებლად წარადგინა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოში გარემოსდაცვითი საქმიანობის ეფექტიანობის მესამე მიმოხილვის დოკუმენტში (EPR3) შეფასებულია გარემოსდაცვითი მმართველობის სფეროში არსებული მდგომარეობა, გაანალიზებულიამეორე მიმოხილვის დოკუმენტის რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელებული საქმიანობა, 2010 წლიდან დღემდე მიღწეული პროგრესი და მომზადებულია რეკომენდაციები ქვეყანაში გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების კუთხით.
(EPR3) 14 თავს მოიცავს, გარემოს დაცვის სფეროში არსებული სექტორული მიმართულებების გარდა (წყლის რესურსები, ჰაერის ხარისხი, ნარჩენების მართვა, ბიომრავალფეროვნება, ტყის რესურსები, დაცული ტერიტორიები, ბუნებრივი კატასტროფები და სხვა),დოკუმენტში ასევე განხილულია სხვა მომიჯნავე დარგებიც, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტურიზმი და ტრანსპორტი.
საქართველოში გარემოსდაცვითი საქმიანობის ეფექტიანობის პირველი და მეორე მიმოხილვა 2003 და 2009 წლებში ჩატარდა. სულ მსგავსი შეფასება ჩაუტარდა 25 სახელმწიფოს. ამჟამად, UNECE-ის მხარდაჭერით მესამე ანგარიშის მომზადება ერთდროულად სამ ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები