ზვიად კვაჭანტირაძე: ეს იდიოტი უცხოელები რას ამბობენ? – კითხულობს ის

უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე  უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და საპარლამენტო უმცირესობის წევრს გიგა ბოკერიას ესაუბრება.

“ეს იდიოტი უცხოელები რას ამბობენ? ” – კითხულობს ისსს !!! რას ამბობენ კიარადა, ვშიშობ, ვენებს იჭრიან ზოგიერთები და მოგყვებიან “ოდესაში”… რა უმადური ხართ, ბატონო ღუბერნატორო ???“,- წერს კვაჭანტირაძე.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ახალ რევოლუციას გეგმავს, – ამ სახის ინფორმაციას აქვეყნებს უკრაინული ვებგვერდი: uareview.in.ua. საიტზე გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერებში ისმის, რომ სააკაშვილი თავისი პარტიის წევრებს „ბოევიკების“ მომზადებას და ქვეყანაში სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ავალებს. ასეთ ბრძანებას აძლევს ის „რუსთავი-2“-ის დერექტორს ნიკა გვარამიას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს გიგა ბოკერიას.

აღსანიშნავია, რომ  მიხეილ სააკაშვილმა,  ნიკა გვარამიამ და გიგა ბოკერიამ  ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები