ლევან ბერძენიშვილი: მე ცოცხალი ვარ…

დღეს შუადღისას გარდაიცვალა ჩემი უფროსი ძმა – ფრიდონ (მამუკა, ფორე) ბერძენიშვილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს შუადღისას გარდაიცვალა ჩემი უფროსი ძმა – ფრიდონ (მამუკა, ფორე) ბერძენიშვილი. მე ცოცხალი ვარ. ბოდიში ყველას, თუ გული გატკინეთ, როდესაც ჩემი სიკვდილის ამბავი გეუწყათ. მეც თქვენსავით ინტერნეტით გავიგე; ოღონდ მას შემდეგ, რაც უცხოეთში საყვარელმა მეგობარმა დამირეკა და ჩემი ხმის გაგონებაზე ცუდად შეიქნა“, – წერს ბერძენიშვილი.
დღეს ტელეკომპანია „მაესტრომ“ გაავრცელა ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის გარდაცვალების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები