“სააკაშვილი ჩემი ახლო მეგობარია, მისი პოზიციები ჩემთვის საინტერესოა, თუმცა არ ნიშნავს, რომ ვიზიარებ მის ყველა პოზიციას”

“რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალურ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა, სადაც მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის არსებული საუბრის ჩანაწერზე ისაუბრა. გვარამია სააკაშვილთან საუბარს ადასტურებს.
“დღევანდელი ფაქტით საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს ტოტალური უკანონო მოსმენები, არ არსებობს თავისუფალი სივრცე. ერთადერთი, რის გამოც შეიძლება მისმენდნენ, არის ეს ჩანაწერი, რომლის ავთენტურობასაც მე ვადასტურებ. ეს გაკეთებულია უფრო ადრე, ვიდრე ეს გამოძიება დაიწყებოდა, სავარაუდოდ 19 ოქტომბერს.
პირველ რიგში, სააკაშვილი არის ჩემი ახლო მეგობარი, მისი პოზიციები ჩემთვის საინტერესოა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვიზიარებ ყველა პოზიციას.
ჩვენ სიტყვის თავისუფლება უნდა დაგვეცვა იმ მეთოდებით, რაზეც ის საუბრობს. რამდენად გავიზიარე ეს რჩევა, შეგიძლიათ ნახოთ, თუ იპოვით ერთ ბარიკადს მაინც, გავაგრძელოთ საუბარი.
ყველა პოლიტიკოსს აქვს უფლება, გამოხატოს თავის აზრი და ის იღებს ამაზე პასუხისმგებლობას. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ბევრ პოლიტიკურ ძალასთან. იგივე შინაარსის მესიჯი გამოუშვა ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ ჩემთან საუბარში. არც ერთი ძალა არ გამორიცხავს სროლას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმიდან.
ჩვენ არ ვართ პოლიტიკური პარტია, ჩვენ ვართ ტელევიზია. ჩვენი სიმპატიები ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიების მიმართ განპირობებულია ჩვენი საინფორმაციო პოლიტიკით, რომელიც ეფუძნება ევროინტეგრაციულ პროცესებს. შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს ჩვენი პროცესების გაშუქების ხედვა და ის კუთხე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვემსახურებით რომელიმე პარტიის პოლიტიკიდან ან ხელისუფლებიდან წასვლას, ან რომელიმეს მოყვანას.
მითუმეტეს, იმგვარი მეთოდებით, რომელიც საერთოდ ვერ იქნება მედიასთან შეხებაში. რევოლუციურ სცენარზე თუ რაიმე სხვაგვარ სცენარზე გადაწყვეტილებას იღებენ პოლიტიკოსები და არა მედია. ძალიან დიდი შეცდომაა, რომ მედიას რევოლუცია შეუძლია. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა “რუსთავი2”-მა,  რომ 2003 წლის “ვარდების რევოლუცია” იყო მისი მიღწევა და თავი გამოაცხადა გამარჯვებული ხალხის ტელევიზია. ცვლილებებს ახდენს ხალხი, პოლიტიკურ პროცესებს ახორციელებენ პოლიტიკოსები. ვაფიქსირებ კიდევ ერთხელ და ხაზგასმით, “რუსთავი2” – არის მედია.  ჩვენ მივიღეთ რჩევები ყველასგან და მადლობთ, როგორც ჩანს,  თავი უნდა შევიკავოთ, პირდაპირ ხაზზე ვართ. მაგრამ, ჩვენ ვმოძრაობთ და ვმოქმედებთ, ისე როგორც ჩვენ ვთვლით საჭიროდ.

ამ კომპანიაში დასაქმებული ადამიანები დაწყებული ჟუნრალისტიდან დასრულებული მენეჯმენტით. ჩვენი გადაწყვეტილება არის შემდეგი. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ტელეკომპანიას. ჩვენი უფლებები ილახება უკანონოდ თავისუფლებას გვართმევენ
უკანონოდ თავისუფალ სიტყვას გვართმევენ უკანონოდ.

დღევანდელი ფაქტი არის დადასტურება იმისა, რომ მე, ნიკა გვარამიას, არა როგორც რიგით მოქალაქეს, არამედ მე როგორც “რუსთავი2”-ის გენერალურ დირექტორს. დიახ,  ხელისუფლება მაშანტაჟებდა. დიახ, ამ ჩანაწერით მისი არსებობა ჩემთვის ცნობილი იყო. დღეს ყველა დარწმუნებულია, რომ არ მომლანდებია ხელისუფლების მიერ გამოგზავნილი მესინჯერი, ეს ინფორმაცია ნამდვილია, მე ნამდვილად მაშანტაჟებდნენ იმიტომ, რომ “რუსთავი2”-ის ბედის  გადაწყვეტა უნდოდათ. ეს ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი.

ღიად და დაუფარავად ვამბობ: ნებისმიერ ვითარებაში, ვინც არ უნდა იყოს ინიციატორი, ამ შენობაში ნებისმიერ  ადამიანს, მისი ოჯახის რომელიმე წევრს, თმის ღერი თუ ჩამოუვარდება თავიდან, ეს  მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას.

ივანიშვილის რეჟიმი გვამყოფებს თავლთვალის, დამცირების, მუქარის და შანტაჟის ქვეშ და ვერ გაგვტეხა და ვერ გაგვტეხს.
დადეთ, რაც გნებავთ, ამას ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ჩემი თანამშრომლებისთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა. თქვენ, “რუსთავი2″-ს ვერ ჩაიგდებთ ხელში. ჩვენ ამის დასაცავად დავდგებით ბოლომდე. პოლიტიკური პარტიები რას გააკეთებენ, ეს მათი პასუხისმგებლობის საკითხია. ყველას მოვუწოდებთ, გაუფრთხილდნენ თანამოქალაქეეების სიცოცხლებს,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები