დავით ბერძენიშვილი: ლევან ბერძენიშვილი ცოცხალია და სტრასბურგში იმყოფება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ბერძენიშვილმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, მისი ძმის გარდაცვალების შესახებ.

როგორც „კვირას„ დავით ბერძენიშვილმა განუცხადა, ლევან ბერძენიშვილი ამჟამად სტრასბურგშია ჯანმრთელია და საქართველოში შაბათს დაბრუნდება.

„ ლევან ბერძენიშვილი ცოცხალია, იგი სტრასბურგში იმყოფება  და ჯანმრთელია. ეს ინფორმაცია ტელეკომპანია „მაესტრომ“ გაავრცელა,  ბოდიშიც უნდა მოიხადოს და თავადვე უნდა უარყოს ეს ინფორმაცია“ – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან ბერძენიშვილი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები