30 ოქტომბერი

09:30
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია “გამოწვევები ელემენტარული ნაწილაკების თანამედროვე ფიზიკასა და კვანტურ ველების თეორიაში.”
10:00
“გენდერული თანასწორობის პრინციპები ადგილობრივ თვითმმართველობაში” პრეზენტაცია გაიმართება. მის: სასტუმრო “თბილისი მარიოტი”, თბილისი (რუსთაველის გამზ. N13)
10:30
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: პრეტენზიები ქართულ მედიას – „გააგონეთ ხელისუფლების ხმა ხალხს“; კონსულტაციები პრეზიდენტთან; საარჩევნო სიის ფორმირებად და 50%-იანი გადახალისება; ბიუჯეტი; სოციალურად დაუცველები და პენსიიის ზრდა; მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
დევნილთა პარტიის თავმჯდომარე ლელა გულედანი პრესკონფერენციას გამართავს. მის: ნუცუბიძის №2. საკონტაქტო: 599 11 52 97 ლელა გულუა
11:00
“პირველ პრესკლუბში” “დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გააპროტესტებს და დაასაბუთებს, თუ რატომ არის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური და საფუძვლად რა უდევს მას. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:00
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ახალი ფარული ჩანაწერები და მიმართვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის თანამშრომლებს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.

11:00
თბილისის მერი დავით ნარმანია წლიური ანგარიშის (08.2014-08.2015) პრეზენტაციას გამართავს. მის: თბილისი, შარტავას #7

11:30
“პირველ პრესკლუბში” “მემარცხენე ალიანსის” თავმჯდომარე კახა ძაგანია სააკაშვილ-ბოკერია-გვარამიას ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს. მის: წერეთლის №116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00
“პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი საქართველოს პარტნიორების მისამართით გაგზავნილ წერილებთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვას უპასუხებს. ასევე ისაუბრებს ინვესტორთა საბჭოს პირველ შეხვედრაზე და საქართველოში არსებულ აქტუალურ პოლიტიკურ მოვლენებზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00
თურქეთში ვიზიტად მყოფი და საქართველოში დაბრუნებული „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ივერიონის პრესკლუბში ბრიფინგს მართავს. თემა: ვიზიტის შეფასება და ახალი დეტალები, შოთა რუსთაველის 850 წლისთავი, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის მზადებასა და ჩატარებაში.

12:00
საქართველოს რეგიონებში, საქართველოს პარლამენტის, სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით, “საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყობა. მის: ბათუმი, სასტუმრო “ჰილტონი”
13:00
კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და სომხეთის კულტურის მინისტრი ჰასმიკ პოღოსიანი ორ უწყებას შორის, 2016-2018 წლებში, კულტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
13:30
ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. მისამართი: ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი, კახეთის გზატკეცილი 72
15:20
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს შეხვდება. მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი
16:00
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ბესიკ იაშვილის წიგნის „თერმული დაზიანებები და პლასტიკური ქირურგია“ პრეზენტაციას დაესწრება. მის: წერეთლის 118 (ექსპო-ჯორჯიას მე-3 პავილიონი)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები