გიგა ბოკერია სკანდალურ ჩანაწერთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგა ბოკერია უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება, სადაც მისი და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოლაპარაკებაა ჩაწერილი. როგორც ის აცხადებს, ჩანაწერი ადასტურებს იმას, რომ უკანონო მოსმენები გრძელდება.
“ჩანაწერი ადასტურებს ორ რამეს: ერთი იმას, რომ მოსმენები უკანონოდ გრძელდება და თავხედურად, მერე კი ამას გვაჩვენებენ, და მეორე: კონკრეტული მუქარაც იყო გვარამიას მისამართით, რომ გამოაქვეყნებდნენ სააკაშვილთან საუბარს. ეს ადასტურებს იმას, რომ შიკრიკი, რომელიც გააგზავნა მთავრობამ იმ მუქარებით გვარამიასთან, ნამდვილად არსებობდა. პროკურატურამ აბსურდული ფაბრიკაცია გამოიყენა გამოძიების დასაწყებად. ამ საუბარს გამოიყენებს, თუ არა, არ ვიცი. ახალი სათქმელი არაფერია. ეს არის საჯარო პოზიცია, წითელი ხაზი არის “რუსთავი2″-ის ჩახშობა. ეს არავისთვის სიახლე არ უნდა იყოს, ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც იქნება განხორციელებული”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები