ნიკა გვარამიამ 21:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი დააანონსა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 21:00 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს. სავარაუდოდ გვარამიას ბრიფინგი უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ სატელეფონი საუბარს ეხება სადაც ის ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ესაუბრება.
მიხელ სააკაშვილი საქართველოში ახალ რევოლუციას გეგმავს. ამ სახის ინფორმაციას აქვეყნებს უკრაინული ვებგვერდი: uareview.in.ua. საიტზე გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერებში ისმის, რომ სააკაშვილი თავისი პარტიის წევრებს „ბოევიკების“ მომზადებას და ქვეყანაში სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ავალებს. ასეთ ბრძანებას აძლევს ის „რუსთავი-2“-ის დერექტორს ნიკა გვარამიას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს გიგა ბოკერიას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები