დავით სერგეენკო ედ მელკერტს და ნილს სკოტს შეხვდა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დასაქმების და შრომის ბაზრის გაუმჯობესების საკითხებზე შეხვედრა გამართა საერთაშორისო ექსპერტ ედ მელკერტთან და გაეროს მუდმივ კოორდინატორთან/გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ნილს სკოტთან.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დავით სერგეენკომ სტუმრებს საქართველოში შრომის ბაზრის შესახებ არსებული მდგომარეობა გააცნო და იმ გამოწვევებზე ესაუბრა, რომლის წინაშეც ქვეყანა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დადგა. მან აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და დონორების მხარდაჭერა ამ საკითხში. სტუმრებმა მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ დასაქმებისა და შრომის ბაზრის გაუმჯობესების მიმართულებით შესაბამისი სამოქმედო გეგმის მომზადებაზე აქტიურად იმუშავებენ.