გიორგი მარგველაშვილი ე.წ. ფოტოგრაფების საქმით დაინტერესდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. ფოტოგრაფების საქმით დაინტერესდა და ფოტორეპორტიორებს – ირაკლი გედენიძესა და გია აბდალაძეს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, პრეზიდენტს საქმესთან დაკავშირებით არსებული ვითარება გააცნეს.
“ვუთხარით, რომ ფოტოგრაფების საქმეს დღემდე გრიფი “საიდუმლო” ადევს და რომ ჩვენ ამ დრომდე ვითხოვთ მის მოხსნას. ასევე, გამოვთქვით იმედი, რომ სასამართლო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და მოგვიხსნის იმ ბრალს, რომელიც წაყენებული გვქონდა”,- განაცხადა გია აბდალაძემ. ირაკლი გედენიძის განცხადებით, პრეზიდენტი მათ დახმარებას დაჰპირდა. “დაახლოებით ორი წლის წინ პროკურატურაში ჩვენი საქმის თავიდან გამოძიების მოთხოვნით განცხადება შევიტანეთ, რის შემდეგაც გვცნეს დაზარალებულებად, მაგრამ ამის მერე ეს პროცესი გაჭიანურდა, რის ერთ-ერთი მოტივადაც სახელდება ის, რომ საქმეს ადევს გრიფი “საიდუმლო”. ეს უნდა მოიხსნას იმ ორგანოს მიერ, რომელმაც გრიფი დაადო, ეს კი, ჩვენი ინფორმაციით, კონტრდაზვერვის სამსახურია. პრეზიდენტს, რომელიც ჩვენი საქმით დაინტერესდა, ავუხსენით არსებული ვითარება. ის შეგვპირდა, რომ მისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას გაგვიწევს ამ მიმართულებით”, – აღნიშნა ირაკლი გედენიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები