გაუქმდება თუ არა მე – 12 კლასი – განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, მე -12 კლასი გაუქმდეს, კატეგორიულად უარყოფს.
ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს რიგი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მე-12 კლასი და შესაბამისად, საატესტატო გამოცდები უქმდება.
სამინისტრო მედიასაშუალებებს მოუწოდებს, ყურადღებით მოეკიდონ მსგავს თემებს, რადგან დეზინფორმაციის გავრცელებით, პირველ რიგში, ზარალდებიან სწორედ მეთორმეტეკლასელი აბიტურიენტები, რომელთაც წინ საგამოცდო წელი აქვთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები