თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, კომისიის წევრებმა “მეწარმეობის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელს ალექსანდრე მარგიშვილს მოუსმინეს, რომელმაც დეპუტატებს დასამტკიცებლად სამი პროექტი -“შემომყვანი ტურიზმის დარგის განვითარება”,”სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების დარგის განვითარება” და “ხალხური რეწვის დარგის განვითარება” წარუდგინა.
მარგიშვილის ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტების მიზანი თბილისში ტურიზმის დარგის განვითარების ხელშეწყობა, დარგობრივი ეკონომიკური მდგრადობის კვლევა და დასაბუთება, მეწარმეთა გადამზადება და მათი სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება, ასევე თბილისში მოქმედ და ასამოქმედებელ საწარმოებში ინვესტიციებისა და დაფინანსების გაზრდა-მოზიდავა, სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და წარმოებული პროდუქციის ხარისხისა და ასორტიმენტის ზრდაა.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ ლევან დარახველიძემ აღნიშნა, საკითხი კომისიაში განსახილველად თვენახევრის წინ შემოვიდა. მსჯელობისა და განხილვის შედეგად აღნიშნული პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანას დეპუტატების სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები