„მინდა სრულად გავემიჯნო იმას, რომ ვინმე ხელში იგდებს “რუსთავი 2”-ს“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპარლამენტის წევრების მიერ გვარცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ს ეხება.
მინისტრი სრულიად ემიჯნება იმას, რომ ვინმე “რუსთავი2”-ის ხელში ჩაგდებას ცდილობს.
როგორც ქუმსიშვილი განმარტავს, ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კერძო დავაა.
“ჩვენი ხელისუფლება არანაირად არ მონაწილეობს ამაში. ეს არის კერძო დავა – ორი დამფუძნებელი ერთმანეთში დაობს. მათ უნდა გაარკვიონ და სასამართლომ უნდა გაარკვიოს ეს ყველაფერი. რაც შეეხება თვითონ სარედაქციო პოლიტიკას, ქვეყანაში ნებისმიერ სარედაქციო პოლიტიკას აქვს უფლება, რომ იყოს მათ შორის სუბიექტურს”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ევროპარლამენტის წევრები საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართავენ.
“გვსურს გამოვხატოთ ღრმა შეშფოთება საქართველოში ახლახან განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც ქვეყნის სტაბილურობასა და დემოკრატიას უქმნის საფრთხეს.
უკიდურესად გვაღელვებს საქართველოს წამყვანი და ყველაზე პოპულარული, დამოუკიდებელი ტელეარხის “რუსთავი 2″-ის შესაძლო ხელში ჩაგდება და შესაბამისად, მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. ჩვენი მოსაზრებით, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეზღუდავს პოლიტიკურ არეალს და საფრთხეს უქმნის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობას.
კვლავ შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ გრძელდება ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერთა და წევრთა სამართლებრივი დევნა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ექსპრეზიდენტის, თავდაცვისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრების, თბილისის ყოფილი მერისა და ადგილობრივი ხელმძღვანელების ჩათვლით.
შეშფოთებას გამოვთქვამთ წინასასამართლო დაკავების ხშირად ბოროტად გამოყენების მრავალი ფაქტის, საგამოძიებო ქმედებებში პოლიტიკური ჩარევის, მოსამართლეთა პოლიტიკური ნიშნით წინასწარ შერჩევისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის სისტემატურად დარღვევის გამო”, – ნათქვამია ღია წერილში. მასში ასევე საუბარია “ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულ ოფისებზე თავდასხმებზე და მმართველი კოალიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან სტალინის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები