ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, ბიზნესგარემო ხელსაყრელი და მიმზიდველი გახდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს პირველი სხდომა იმართება.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომის დაწყებისას განაცხადა, რომ EBRD-ის დახმარებით მთავრობამ შექმნა საინვესტიციო საბჭო და ეს დაგვეხმარება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაში.
“ეს დაეხმარება მთავრობას, ასევე ინვესტორებს, ბიზნესმენებს, არასამთავრობო სექტორს, ყველას, რომ გავცვალოთ იდეები, მოსაზრებები და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება კიდევ უფრო მეტად ხელსაყრელი და მიმზიდველი გახდეს ქვეყანაში ბიზნესგარემო”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მზად არის კრიტიკული შენიშვნების მოსასმენადაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები