„ამირან გიორგაძე უდანაშაულო იყო!“ – რას ყვება კრასნოგორსკელ ე.წ. სერიულ მკვლელზე მისი შვილი (ფოტოკოლაჟი)

მკვლელობების დღეს სერიული მკვლელი შვილს ელაპარაკა. რუსული პრესის მიერ „კრასნოგორსკელი მსროლელის“ სახელით ცნობილი ამირან გიორგაძის ოჯახისთვის გაუგებარია, თუ რა დაემართა სინამდვილეში რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს, ან რატომ ჩაიდინა მან საზარელი მკვლელობები. ტელეკომპანია „360 Подмосковье“-ს მომხდარზე, გარდაცვლილის შვილი – ნოდარ გიორგაძე ექსკლუზიურ ინტერვიუში ესაუბრა. ამბობს, რომ მამას მკვლელობების ჩადენის დღეს ესაუბრა.10543105_1064250283608472_406447060_n
„იყო ჩვეულებრივი, რიგითი დღე. ის საწოლიდან ადგა და სამსახურში წავიდა. მე მას 10:30 და 11:00 საათებში დავურეკე. ვკითხე, თუ რას შვრებოდა და საქმე როგორ მიდიოდა. მან მითხრა – „კარგად“. ის ოფისში იყო და პარტნიორს ელოდა. ამის შემდეგ მე მას კიდევ ერთხელ დავურეკე. ამ დროს ის სწორედ ადმინისტრაციაში მიდიოდა იური ვალენტინოვიჩთან შესახვედრად (კრასნოდარის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რომელიც შემდეგ გიორგაძემ მოკლა). ამის შემდეგ რაც მოხდა, ეს უკვე თქვენც იცით“, – აცხადებს ბიზნესმენის ვაჟი ნოდარ გიორგაძე. გიორგაძის ოჯახის წევრი ამბობს, რომ მამამისი არაფერში დამნაშავე არაა.
„ის უბრალოდ ახალგაზრდა და სულელი, მაგრამ ერთგული ადამიანი იყო. უცებ, დაუფიქრებლად არ იღებდა გადაწყვეტილებებს. რომ გეთქვა-გადახტიო, რა თქმა უნდა, არ გადახტებოდა. არ ვიცი, ზუსტად რა მოხდა, თუმცა, ვფიქრობ, რომ რაღაც სიტუაცია უცებ და რადიკალურად შეიცვალა“, – აცხადებს ნოდარ გიორგაძე.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენ გიორგაძის მიერ კრასნოდარში მომხდარი მკვლელობები ბიზნესდავებს და კორუფციულ სქემებს უკავშირდება. თუმცა, ნოდარ გიორგაძე განმარტავს, რომ მამამისისთვის ბიზნესი არავის წაურთმევია.
„ბიზნესის წართმევა ასე იოლი არაა. ეს უბრალოდ შეუძლებელია. არაფერი არ მსმენია ასევე არც 20 მილიონი დოლარის შესახებ. კრედიტები მას, რა თქმა უნდა, ჰქონდა, თუმცა, ჩვენ ყველაფერს დროულად ვიხდიდით, ეს ცნობილი ფაქტია. არავითარი ჩვენი გაკოტრება არ მომხდარა. რამდენადაც შესაძლებელია, მე დავუკავშირდები დაღუპულთა ოჯახებს და რითიც შემიძლია, მე მათ დავეხმარები, მინდა, რომ მათ დაველაპარაკო, თუ ეს მოხერხდა და თუ მომისმენენ. შესაძლოა, ისინი სიძულვილითაც კი მომექცნენ, თუმცა, მე ეს მაინც მსურს“,- ამბობს ნოდარ გიორგაძე ტელეკომპანია 360 Подмосковье-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში. როგორც რუსული მედია იუწყება, ბიზნესმენის გაკოტრებაზე შვილისგან უარყოფის მიუხედავად, ამირან გიორგაძეს ბევრი ფინანსური პრობლემა ჰქონდა. ამის გარდა, რუსული ტელეკომპანია „რაშა თუდეი“ და გაზეთი „იზვესტია“ მის რეკეტიორობაზეც საუბრობს.12179694_1064250280275139_700534997_n
მედიასაშუალებები ერთ-ერთ ბიზნესმენზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ გიორგაძე დაკავებული იყო რეკეტით და ქონების რეიდული ჩამორთმევითაც. გაზეთი „იზვესტია“ წერს, რომ ამ ბიზნესმენს გიორგაძემ სხვა პირებთან ერთად, 5 მილიონი რუბლი გამოსძალა. მისივე განცხადებით, ხელს უწყობდა ნაცნობებს ადგილობრივი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან, რათა მათ დატერორებულ ბიზნესზე კონტროლი აეღოთ. გავრცელებული ხმების მიხედვით, ამ კორუფციული სქემებით გიორგაძემ ისიც მოახერხა, რომ კრასნოგორსკის საცხენოსნო სპორტული კლუბის მფლობელები მისი შვილები და ერთ-ერთი კანონიერი ქურდი გახდნენ. რუსული მედიის წყარო ბიზნესმენის თქმით, ფულს მას ცნობილი ადგილობრივები და კანონიერი ქურდები სძალავდნენ, მათ შორის იყო ამირან გიორგაძეც.
ტელეკომპანია „ვესტის“ ინფორმაციით, რუსეთში ჩადენილ რეზონანსულ მკვლელობებამდე, გიორგაძემ მის მსხვერპლ ჩინოვნიკებს 20 მილიონი დოლარი მოსთხოვა, ვინაიდან მას თანხა აუცილებლად სჭირდებოდა. „ის კარტის საშინელი მოყვარული და მოთამაშეა. ის კარტში ძალიან დიდ თანხებს რომ აგებდა, ეს ყველასთვის ცნობილია. ამ შემოდგომის ერთ დღესაც, როდესაც მან თამაში წააგო, მისი მოთამაშე პარტნიორები მას აღარ უშვებდნენ, სანამ იქ მისი შვილი ნოდარი არ მოვიდა და ვალის დასაფარად, სამშენებლო კომპანიის დოკუმენტები არ მიიტანა“, – აცხადებს ტელეკომპანია „ვესტი“ გიორგაძის ახლობელზე დაყრდნობით. დღეისათვის მკვლელ-ბიზნესმენად ცნობილი გიორგაძე, მსუბუქი წარმოებით დაწყებული და სამშენებლო ბიზნესით დამთავრებული, მინიმუმ 25 კომპანიის მფლობელია.
ამის გარდა, რუსული ტელეკომპანია „360“-ის განამრტებით, მის კუთვნილებაშია მოსკოვის სიახლოვეს მდებარე 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთიც, რომლის ფასიც 50 მილიონ დოლარს შეადგენს. როგორია ამირან გიორგაძის ამჟამინდელი და ყოფილი ბიზნესაქტივები.
1999 წელს ქართველმა ბიზნესმენმა რუსეთში დეველოპერული კომპანია Мякининского поречья დაარეგისტრირა, რომლის დირექტორიც თავად იყო. მოგვიანებით, 2011 წელს ის პროექტიდან გავიდა და მისი წილები ჯგუფ Крост-ს მიჰყიდა. ამ დროის მონაცემებით, რუსული საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის ინფორმაციით, გიორგაძე არის კომპანიების: Грин Таун, Автошик-ის, Балтия+-ის და МП Эксплуатация-ს მფლობელი. მისი სახელი ასევე უკავშირდება შემდეგ კომპანიებს (პროცენტებში მითითებულია წილი საწესდებო კაპიტალში): “Красногорский Сбытсервис”, გენერალური დირექტორი (66,4%); “Красинвестстрой”, მფლობელი (25%); “Александер”, გენერალური დირექტორი (100%); “Алвер”, გენერალური დირექტორი (50%); “Земледелец-1”, გენერალური დირექტორი (50%); “Земледелец-1”, წარმომადგენელი; “Сакура-К”, გენერალური დირექტორი (100%); “Даниэль”, გენერალური დირექტორი (50%); “Сабтерра”, მფლობელი (4%); “Нахабинские инженерные сети”, მფლობელი (50%); “Красногорское предприятие электрических сетей”, დირექტორთა საბჭოს წევრი.
15 კომერციული საწარმოს აქციების წილი კი, მისი შვილის – ნოდარ გიორგაძის სახელზეა გაფორმებული. სოლიდური კომპანიების მიუხედავად, ქართველ ბიზნესმენს საქმიანობაში ბევრი ჩავარდნაც ჰქონდა. 2014 წელს ფსკოვის რეგიონში მისმა საბაჟო-ლოგისტიკურმა ტერმინალმა 517 მილიონი რუბლი წააგო, რითაც ეს ბიზნესი ფაქტიურად ჩავარდა. უარყოფითი დინამიკით წარიმართა სამშენებლო კომპანია Грин Таун-მა იმავე წელს 1,2 მილიარდი რუბლის წაგება აჩვენა. ანალოგიური მდგომარეობა დაფიქსირდა კომპანია Красногорского сбытсервиса-ში, რომელსაც 300 მილიონი რუბლის სასესხო ვალდებულება ჰქონდა აღებული.
ამირან გიორგაძის ცხედარს რუსმა სამართალდამცავებმა კრასნოგორსკის რაიონში მდებარე ერთ-ერთ კერძო ბინაში 23 ოქტომბერს მიაკვლიეს. რუსეთის ფედერაციის შს სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, გიორგაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით 19 ოქტომბერს დაასრულა. ე.წ. სერიული მკვლელის ცხედარი საწოლზე ნახეს. მას ხელში იარაღი ეჭირა. სამართალდამცველებმა ცხედართან „მაკაროვის“ ტიპის და იარაღი და სანადირო თოფი – „საიგაც“ იპოვეს. პოლიციისა და საზოგადოებისათვის დღემდე გამოცანად რჩება, მოიკლა თავი, თუ მოკლეს რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, რომელმაც კრასნოგორსკში 4 მკვლელობა ჩაიდინა.
ექსპერტები „კრასნოგორსკის მსროლელის“ თვითმკვლელობის ვერსიას ეჭვქვეშ აყენებენ და ამბობენ, რომ გიორგაძის ცხედრის მდგომარეობა, მისი პოვნის მომენტში არაბუნებრივი იყო. ეჭვს იწვევს ის ფაქტიც, რომ მას თან უცხოეთის პასპორტიც ჰქონდა. ექსპერტების აზრით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ გიორგაძე მკვლელობების შემდეგ სულაც არ აპირებდა თვითმკვლელობას და ქვეყნის დატოვებას გეგმავდა. ამას გარდა იურისტი ევგენი იშენკო ამბობს, რომ გიორგაძის გიორგაძეს პისტოლეტი მეორე ხელშიც ჰქონდა .12188642_1064250286941805_1049249465_n
ბიზნესმენმა ამირან გიორგაძემ, მეტსახელად – „хозяин“, ცეცხლსასროლი იარაღით, კრასნოგორსკის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იური კარაულოვი და „კრასნოგორსკის ელექტროქსელების“ უფროსი გიორგი კოტლიარენკო, ქალაქის ადმინისტრაციის სამუშაო კაბინეტში 19 ოქტომბერს მოკლა. ამის გარდა, ქართველი ბიზნესმენს ბრალი ედებოდა კიდევ ორი ადამიანის – ადგილობრივი მცხოვრებისა (ქუჩაში რიგითი გამვლელი) და ასევე, მისი ბიზნესპარტნიორის მკვლელობაშიც. რუსული მედიის ინფორმაციით, გიორგაძის პირველი მსხვერპლი, სწორედ მისი ბიზნესპარტნიორი – ტრისტან ზაქაიძე გახდა. გიორგაძის დასაკავებლად რუსეთის შსს-მ 1 მილიონი რუბლიც კი დააწესა. ადგილობრივი მედიის შეფასებით, ამირან გიორგაძე მთელი თავისი ბიოგრაფიით, საქმიანობის ისტორიითა და ტრაგედიებით, რუსული ბიზნესის პროტოტიპია.

ლექსო ბექაური

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები