ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების მხრიდან მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები გამოავლინა

ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
ეროვნულმა ბანკმა მომხმარებელთა უფლებების შესახებ კვლევა ჩაატარა, რომლითაც მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები გამოვლინდა.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ კომერციული ბანკები მომხმარებლებს არ აცნობენ ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიცაა კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, სავალუტო რისკი და ფინანსური ხარჯები.
გარდა ამისა, კვლევის თანახმად, კომერციული ბანკების დიდი ნაწილი მომხმარებელთა პრეტენზიების დაფიქსირებაზე უარს აცხადებს, ან არ ხდება მათი მხრიდან პრეტენზიის დაფიქსირების შეთავაზება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები