როშკა -არხოტის დამაკავშირებელი 28- კილომეტრიანი გზის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი, 28კმ-იანი გზის მშენებლობა დაიწყო.
სამშენებლო სამუშაოები სოფელ როშკაში მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გახსნეს.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, როშკა-არხოტის დამაკავშირებელი გზა აქამდე არ არსებობდა და გადაადგილება მხოლოდ ფეხით, ცხენითა და ვეტმფრენით იყო შესაძლებელი. საქართველოს მთავრობის ძალისხმევითა და დაფინანსებით 2017 წლიდან პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს სრულიად ახალი გზა დააკავშირებს. გზის მშენებლობის შემდეგ მშობლიურ სოფელში რამდენიმე ათეული ოჯახი დაბრუნდება. პროექტის ღირებულება 10 900 000 ლარია.
უწყების ცნობით, გზის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში, არხოტი ნელ-ნელა დაიცალა და ამ დროისთვის საზღვირსპირა სოფელში მხოლოდ 4 ოჯახი ცხოვრობს, რომელთაგან ზამთარში მხოლოდ 2 ოჯახი რჩება ადგილზე. შესაბამისად, აღნიშნული გზის მშენებლობას ამ მხარის განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ხევსურეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებასაც.
აღნიშნული გზის მშენებლობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დალოცა და მას საუკუნის პროექტი უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები