მთავარ პროკურატურაში ლადო ბედუკაძე იკითხება

თბილისის პროკურატურაში ლადო ბედუკაძის დაკითხვა მიმდინარეობს.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ თბილისის პროკურატურას მიმართა განცხადებით, რომელშიც მიუთითა, რომ ტელეკომპანია “რუსთავის 2”-ით ვრცელდებოდა, თითქოს და მასსა და ვლადიმერ ბედუკაძეს შორის სოციალური ქსელით ხორციელდებოდა მიმოწერა ე.წ. ციხის კადრებთან დაკავშირებით. ჯღარკავას თქმით, “რუსთავი 2”-ით ნაჩვენები მიმოწერა გაყალბებული იყო.
“აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა იმის დასადგენად, არსებობს თუ არა დანაშაულის ნიშნები. ამ მიზნით გამოსაკითხად დაბარებულია ვლადიმერ ბედუკაძე”, – აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები