საფრანგეთმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის ზედა პალატამ კენჭისყრის გამარტივებული წესით, პირველი მოსმენით, ცვლილებების გარეშე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ხელშეკრულების პროექტი მანამდე ეროვნულმა ასამბლეამ დაამტკიცა პირველივე მოსმენით.
დარჩენილია ფორმალური ეტაპი – პრეზიდენტის ხელმოწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები