ნიკა გვარამიას განცხადებით, ის მოსამართლე ურთმელიძის მიერ გამოტანილ განაჩენს არ დაემორჩილება

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიის საქმის მოსამართლის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე დამორჩილებას არ აპირებს.
როგორც ნიკა გვარამიამ განაცხადა, კომპანიაში არ შეუშვებენ იმ პირებს, ვისაც ეთერში იმის დატოვება სურს, რაც ხელისუფლებას.
“მოსამართლის სააღსრულებლო ფურცელს ჩვენ არ დავემორჩილებით. მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებას აპრიორი ვიხილავთ როგორც უკანონოდ, როგორც კონსტიტუციის წინააღმდეგ იმდენად, რამდენადაც ჩვენ არ დაგვიტოვეს არცერთი კანონისმიერი შესაძლებლობა და კონსტიტუციით გარანტირებული შესაძლებლობა, დავიცვათ ჩვენი უფლებები, მათ შორის, სამართლიანი სასამართლო, ჩვენ მივიღებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლელობას და კომპანიაში არ შემოუშვებთ იმ პირებს, ვინც კომპანიას დაასრულებს და ეთერში დატოვებს იმას, რაც უნდა ხელისუფლებას. ეს კომპანია არის ხალხის სამსახურში, სიმართლის სამსახურში, ხალხის სამსახურში და ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ყველა უფლებას გამოვიყენებთ და დავიცავთ რუსთავი 2-ს”, – განაცხადა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები