“რუსთავი 2”-ის ადვოკატები სასამართლო სხდომის გადადებას მოითხოვენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის საქმეზე დღეს მოპასუხე მხარე საქმის განხილვის გადადების შუამდგომლობას დააყენებს.
როგორც პროცესის დაწყებამდე „რუსთავი 2“-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გუშინდელ პროცესზე ექსპერტის დაკითხვა მნიშვნელოვანი იყო და ვერ მოესწრო სხდომის ოქმის გამოთხოვა.
“დაიკითხა ექსპერტი. მნიშვნელოვანი გარემოებები გამოვლინდა. ვინაიდან გუშინ ვერ მოვასწარით კანცელარიაში წერილის ჩაბარება სხდომის ოქმის მოთხოვნის თაობაზე, დღეს დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ პროცესი გადაიდოს. დღეს ჩავაბარეთ ეს წერილი და დავაყენებთ შუამდგომლობას, რათა მოგვცენ ვადა, რომ გადმოგვცენ დისკზე ჩაწერილი სხდომის სტენოგრამა “, – განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
მისივე თქმით, თუ მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ისინი კვლავ მოსამართლის აცილების შუამდგომლობას დააყენებენ. რაც შეეხება მოსარჩელე მხარეს, ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი მოსამართლის სათათბიროდ გასვლას და გადაწყვეტილების დღეს გამოტანას არ ელოდებიან. ადვოკატ კახაბერ მჭედლიშვილის განცხადებით, მოსარჩელე მხარე ასევე არ არის ჩამოყალიბებული, მოითხოვს თუ არა გამართლების შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები