სოზარ სუბარი მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ჯაბა ჯიშკარიანის შუამდგომლობით, მის სამაჟორიტარო რაიონში მცხოვრები დევნილები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს სოზარ სუბარს შეხვდნენ.
შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, რომლებიც შენობების საფუძვლიან გამაგრებას და რემონტს, სოციალურ დახმარებას და ფართების დაკანონებას ეხებოდა. შეხვედრის შედეგად, მინისტრი და მაჟორიტარი დეპუტატი დევნილების დასახმარებლად ერთობლივი ღონისძიებების გატარებაზე შეთანხმდნენ.
„ჩვენი შუამდგომლობით მოსახლეობას აქვს კომუნიკაცია ყველა უწყებასთან, ხოლო ჩვენი კომუნიკაცია მოსახლეობასთან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
მადლობას ვუხდი სოზარ სუბარს და მის უწყებას, იმისათვის, რომ ისინი არცერთი დევნილის საკითხს უყურადღებოდ არ ტოვებენ“, – განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.
მინისტრმა კი აღნიშნა, რომ ნებისმიერი საკითხის მოგვარება იოლია, როდესაც მუშაობა შეთანხმებულად მიმდინარეობს.
„მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თბილისის საკრებულოსთან, მის ცალკეულ წევრებთან და ქალაქის მერიასთან, ამიტომაც მრავალი საკითხის გადაწყვეტას ერთობლივად ვახდენთ.
წელს, ქალაქის მუნიციპალიტეტთან ერთად, 200-ზე მეტი ერთობლივი პროექტი განვახორციელეთ. საუბარია გაზის გაყვანაზე, სახურავების შეკეთებაზე, გარე თუ შიდა ფასადის რემონტებზე. მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი საკითხის მოგვარება იოლია, როდესაც ასეთი შეთანხმებული მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები