თეიმურაზ მურღულია საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია – “სტიქიური ბუნებრივი მოვლენების ადრეული შეტყობინების სისტემების საერთაშორისო გამოცდილება“ გაიმართა.
როგორც „კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, კონფერენციის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ მიმართა.
შეხვედრას გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ.
ექსპერტებმა სხვადასხვა ქვეყნებში სტიქიური ბუნებრივი მოვლენების დროს (ზვავი, წყალდიდობა, მეწყერი და სხვ.) ადრეული გაფრთხილების სისტემების გამოყენების კონკრეტული მაგალითები განიხილეს და ქართველ სპეციალისტებს გამოცდილება გაუზიარეს.
კონფერენციას სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები