ჯაბა სამუშიას ვარშავის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო გადაეცა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ჟურნალ “ისტორიანის” რედაქტორი, თსუ-ს პროფესორი ჯაბა სამუშია ვარშავის უნივერსიტეტის სენატმა უცხოელთათვის განკუთვნილი უმაღლესი ჯილდოთი – უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა.
ჯილდოს გადაცემის ფარგლებში ჯაბა სამუშიამ – „კავკასიის გეოპოლიტიკური გამოწვევები და პოლიტიკური პროცესები მილენიუმის მიჯნაზე“ – ღია ლექცია ჩაატარა.
ასევე მონაწილეობა მიიღო “პრომეთეული” მოძრაობისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში.
სხვადასხვა დროს ეს ჯილდო მიღებული აქვთ ცნობილ მეცნიერებს, მაღალი რანგის პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები