საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო გუშინ განათლების სამინისტროსთან ჩატარებულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ა.წ. 28 ოქტომბერს სასულიერო და საერო პირების ერთმა ნაწილმა განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა.
შევნიშნავთ, რომ ამ ქმედების შესახებ საქართველოს საპატრიარქო საერთოდ არ იყო ინფორმირებული; ამასთან, ჩვენ ვერ გავიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რაც მათ  დააფიქსირეს“, – აცხადებენ საპატრიარქოში.
განათლების სამინისტროსთან სასულიერო პირებმა და მრევლმა სკოლებში ჰელოუინის აღნიშვნა გააპროტესტეს.
აქციის ორგანიზატორთა თქმით, სკოლებში ჰელოუინის აღნიშვნის ინიციატორი სწორედ განათლების სამინისტრო იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები