გულიკო ზუმბაძემ ამომრჩეველს 2015 წლის 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე გაწეული სამუშაოების თაობაზე ანგარიში ჩააბარა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, სამგორის 6-13 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა გულიკო ზუმბაძემ საკუთარი სამაჟორიტარო ოლქის მოსახლეობას შეხვდა და 2015 წლის 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე გაწეული სამუშაოების თაობაზე ანგარიში ჩააბარა.
დეპუტატმა დამსწრე საზოგადოებას ჩატარებული სხდომების რაოდენობასა და განხილული საკითხების, მათ შორის ლილოს ნაგავსაყრელის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სფეროს განვითარების ხელშეწყობის და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
დეპუტატმა შეხვედრაზე საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებასა და ინიცირებაზე, საკრებულოსა და მაჟორიტარის ბიუროში მოქალაქეთა მიღების, შემოსული წერილებისა და წინადადებების შესახებ ისაუბრა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მათთვის გაწეულ დახმარებებს გაუსვა ხაზი.
მისი თქმით, სტატისტიკა ნათლად მიუთითებს, რომ დედაქალაქის მაცხოვრებლებს, ძირითადად, დასაქმების პრობლემა და უმუშევრობისგან გამოწვეული რიგი სოციალური საკითხების მოგვარება ესაჭიროებათ.
შესაბამისად, კომისია მომავალშიც აქტიურად გეგმავს მუშაობას კომპეტენტურ ორგანოებთან (როგორც ადგილობრივი, ისე სახელმწიფო ორგანოების დონეზე) ერთად მოქალაქეთა წინაშე არსებული გამოწვევების აღმოფხვრის და ამ უკანასკნელთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
ანგარიშში გულიკო ზუმბაძემ საკუთარ სამაჟორიტარო ოლქში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და ამასთან აღნიშნა, რომ მის სამაჟორიტარო ოქლში საგზაო სამუშაო 15 მისამართზე, ხოლო შიდა ეზოების 18 მისამარეთზე მოწესრიგდა, ასევე გაკეთდა არაერთი მცირე ზომების სკვერი და კეთილმოეწყო სპორტული მოედნები.
დეპუტატმა დამსწრე საზოგადოებას მის მიერ წარმოდგენილი ინიციატივები და რეკომენდაციები გააცნო, როგორიცაა საზოგადოებაში კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის საკრებულოს წევრების სკრინინგ ცენტრში ვიზიტი. მანვე მოსახლეობას აუტიზმის მსოფლიო დღესა და ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მის მიერ ინიცირებულ აქციების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
გულიკო ზუმბაძემ დედაქალქის მასშტაბით გარეუბნების განვითარების მნიშვნელობასა და ასევე ჩატარებულ საახალწლო და სააღდგომო ღონისძიებების შესახებ ისაუბრა და ცხრა თვის მანძილზე ჩატარებულ ბრიფინგებსა და პრესკონფერენციებზე განხილული თემების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მაჟრიტარმა დეპუტატმა ანგარიშის დასასრულს სამომავლო გეგმა წარმოადგინა და პრიორიტეტებად საცხოვრისის და პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკოორდინაციო ცენტრის შექმნა და სხვა პრობლემების მოგვარება, ასევე 2016 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობა დაასახელა.
ანგარიშის დასრულების შემდეგ სიტყვით სამგორის რაიონის გამგებელი მამუკა ჩოქური გამოვიდა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა რაიონში ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებზე.
გულიკო ზუმბაძეს აქტიური მუშაობისთვის მადლობა საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ და ფრაქციის ,,ქართული ოცნება-რესპუბლიკელების’’ წევრმა ტარიელ ჯინჭარაძემ გადაუხადეს.
ირაკლი ფავლენიშვილმა დეპუტატის ჩართულობითა და ინიციატორობით განხორციელებული არაერთი პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს, გულიკო ზუმბაძეს მისივე სამაჟორიტარო ოლქის მოსახლეობამ გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და ამასთან, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და წინადადებები მიაწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები