ხილსა და ყურძნის მასალაზე დამზადებულ სპირტიან სასმელებზე აქციზის გადასახადი მცირდება

ხილსა და ყურძნის მასალაზე დამზადებულ სპირტიან სასმელებზე აქციზის გადასახადი მცირდება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკურ საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი იანვრიდან 1 ლიტრ სასმელზე, ნაცვლად 9,2 ლარისა, აქციზის გადასახადი 6 ლარი გახდება.
ეკომიკურმა საბჭომ ასევე მოიწონა საქართველოს ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული (სატრანზიტო) ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პროექტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები