29 ოქტომბერი
10:00
სასტუმრო „რედისონში“ საერთაშორისო კონფერენცია “სტიქიური ბუნებრივი მოვლენების ადრეული შეტყობინების სისტემების საერთაშორისო გამოცდილება“ გაიმართება. მისამართი: ვარდების რევოლუციის მოედანი#1
10:00
“მემარცხენე ალიანსი”-ს ლიდერები სემეკის (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია) სხდომას დაესწრებიან, სადაც განიხილება მოქალაქეებისათვის ელექტროენერგიის ხანდაზმული დავალიანების ჩამოწერის საკითხი. მის. მიცკევიჩის 19. საკონტაქტო პირი: პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო ქეშელაშვილი 598 700 642
10:30
ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს საფონდო ბირჟის დამფუძნებელი, აქციონერი ვახტანგ სვანაძე და ბიზნეს და საგადასახადო სამართლის ადვოკატი და ლობისტი აკაკი ჩარგეიშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავეს. თემა: ბიზნესისა და საკუთრების ხელყოფა სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობით კვლავაც გრძელდება – ახალი ფაქტები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ახალი ფარული ჩანაწერები და მიმართვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის თანამშრომლებს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.
11:30
“პირველ პრესკლუბში” “დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემები: კადრებით ბრძოლა; რუსთავი 2-ის სასამართლო; ხელისუფლების და პრეზიდენტის დაპირისპირება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
საქართველოს ეროვნული ბანკი და „შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ საბანკო სექტორის მომხმარებელთა უფლებების შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავენ. მისამართი: საქართველოს ეროვნული ბანკი სანაპიროს 2, მე-4 სართული
E1
12:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომაზე განიხილება როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, ასევე ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 9 თვის ანგარიში.
12:00
“პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია, რომელიც პირადად დაესწრო “რუსთავი 2-ის” სასამართლო პროცესს, ბრიფინგზე სხვა პოლიტიკურ მოვლენებთან ერთად, ამ საკითხსაც ამომწურავად განიხილავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: სოკოვანი დაავადებები და გადამხმარი მწვანე ნარგავები და ტყეები; 2016 წლის ბიუჯეტის პარამეტრები და ქამრების შემოჭერა; შესარულებული სამუშაოს ანგარიში. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
12:30
“პირველ პრესკლუბში” ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე მსოფლიო ბანკის ანგარიშს, ბიზნესის კუთხით საქართველოს რეალურ მიღწევებსა და ამ თემაზე პრემიერის გამოხმაურებას შეაფასებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
14:00
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, სამართლებრივ და საზოგადოებრივ მოვლენებზე მესამე სექტორის ნაწილის პოზიციებს მოისმენს. მისამართი: ქ. თბილისი, აბდუშელიშვილის ქ. #1
16:00
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე მერიის მიერ ორგანიზებული მასტერკლასის მონაწილე სასტუმროების მენეჯერებს სერტიფიკატებს გადასცემს. მის: აბესაძის ქ. 7, სასტუმრო “სითი”. საკონტაქტო პირი: ნათია ლეშკაშელი -595 52 11 52
17:00
კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული პრემიის – „ახალი ქართული პიესა 2015“-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრება.