მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძისა და კახა კახიშვილის კანდიდატურებია წარდგენილი
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე ამ დროისთვის მასთან კახა კახიშვილისა და ირაკლი შოთაძის კანდიდატურებია შესული.
როგორც წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საპროკურორო საბჭოსთან დაკავშირებით საჯარო კონსულტაციები 13 ნოემბრამდე აქვს გამოცხადებული.
”მე კონსულტაციებისთვის ვადა მაქვს 13 ნოემბრამდე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ უნივერსიტეტებს, საადვოკატო ბიუროებს, ადვოკატთა ასოციაციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოების თითოეულ წევრს, რომ მომაწოდონ მათთვის საინტერსო კანდიდატურები. ჯერ მხოლოდ ორი შემოთავაზებაა ჩემთან შემოსული, ეს არის კახა კახიშვილისა და ირაკლი შოთაძის კანდიდატურები, რომლებიც წამოსულია აკადემიური წრეებიდან და არასამთავრობო სექტორიდან, თუმცა მე ვისურვებდი, რომ უფრო მეტი კანდდიატურა შემოვიდეს. განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებს ქალ კანდიდატურაზე, რადგან 3-პირიან სიაში, რომელიც უნდა შევადგინო, მინიმუმ ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.