ზვიად კვაჭანტირაძე “ნაცმოძრაობაზე”: მცდელობაა, რომ სამარცხვინო ისტორია, რომლითაც ქვეყანას შემორჩებიან, საკუთარ ენაზე გადაწერონ
არ ვიქნებით წინააღმდეგიი, უფრო სერიოზული გამოძიებები წარიმართოს იმ დანაშაულებზე, რომლითაც წინა ხელისუფლება ხასიათდებოდა , – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა.
როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან არის მცდელობა იმისა, სამარცხვინო ისტორია, რომლითაც ქვეყანას შემორჩებიან, საკუთარ ენაზე გადაწერონ.
“არ ვიქნებით იმის წინააღმდეგიი, უფრო სერიოზულად დავინტერესდეთ და უფრო სერიოზული გამოძიებები წარიმართოს იმ დანაშაულების კვალდაკვალ, რომლითაც წინა ხელისუფლების რეჟიმი ხასიათდებოდა. ამის გასამაგრებლად მინდა ყველას ვუთხრა, რომ არსებობს “სოროსის ფონდის” მიერ ჩატარებული ძალიან საინტერესო კვლევა, სადაც იმ სისტემური დანაშაულის სერიოზული ანალიზია გაკეთებული, რაც ციხეებში წინა ხელისუფლების პერიოდში ხდებოდა. შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ კვლევის ავტორი დავასახელე – დიახ, ეს სწორედ “სოროსის ფონდმა” გააკეთა. ასევე ძალიან საინტერესო გამოკვლუვა გააკეთა “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ”, რომელმაც წინა ხელისუფლების ბობოლა წარმომადგენლების საქმეებზე სერიოზული მონიტორინგი ჩაატარა. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ მოვარიდოთ საზოგადოება იმ იარლიყებს, რომელსაც ამა თუ იმ ორგანიზაციას ვაწებებთ”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ პარლამენტის სხდომაზე.