ზვიად კვაჭანტირაძე: ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოს საწინააღმდეგო პოლიტიკური რეზოლუცია ჩავარდა
ევროპარლამენტის სხდომაზე, “ევროპის სახალხო პარტიის” მხრიდან იყო მცდელობა, საქართველოს საწინააღმდეგო პოლიტიკური რეზოლუცია გასულიყო, მაგრამ ჩავარდა, – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთა.
როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, რეზოლუცია 168 ხმით, 122-ის წინააღმდეგ ჩავარდა.
“მინდა პოზიტიური ინფორმაცია გავავრცელო – 26 ოქტომბერს, სტარსბურგში ევროპარლამენტის სხდომა ჩატარდა, სადაც იყო მცდელობა, საქართველოს შესახებ კვლავ ატეხილიყო აჟიოტაჟი. “ევროპის სახალხო პარტიის” მეცადინეობით იყო მცდელობა, გასულიყო საქართველოს საწინააღმდეგო პოლიტიკური რეზოლუცია. ეს რეზოლუცია ჩავარდა 168 ხმით, 122-ის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან სერიოზულად და გულწრფელობით უნდა გადავუხადოთ მადლობა ჩვენს კოლეგებს, ევროპარლამენტარებს. უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო ჰეიდი ჰაუტალას – “ევრონესტის” ასამბლეის თავმჯდომარეს და “მწვანეთა პარტიის” ლიდერს, “მწვანეთა პარტიის” შემადგენლობას ევროპარლამენტში”, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.