სახალხო დამცველმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის მეორე კვარტალური, საინფორმაციო ბიულეტენი გამოსცა

საქართველოს სახალხო დამცველმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის მეორე კვარტალური, საინფორმაციო ბიულეტენი გამოსცა.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ბიულეტენში მთავარ თემად 2015 წლის 26 ივნისს წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებაა შესული, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სახალხო დამცველმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
ბიულეტენი შეიცავს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ 2014-2015 წლებში N17, N2, N3, N8, N14 დაწესებულებებში განხორციელებული ვიზიტის შემდგომ ანგარიშებში ასახული ძირითადი რეკომენდაციების შესრულების ანალიზს.
მკითხველი გაეცნობა პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატს; მიიღებს ინფორმაციას სახალხო დამცველისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრების მიერ გამართული შეხვედრებისა და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ; ასევე, ზაფხულის განმავლობაში დახურულ ინსტიტუციებში განხორციელებული ვიზიტების თაობაზე; შეიტყობს როგორ იცვლებოდა წლების განმავლობაში ვითარება სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში.
ბიულეტენში განხილულია ეროვნული საკანონმდებლო ბაზა საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების თავისებურებები განსაკუთრებული რისკის შემცველ პენიტენციურ დაწესებულებში.
გაეცნობით პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს წევრის გივი მიქანაძის მოსაზრებებს; საერთაშორისო სიახლეებისა და მომავალი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები