„რუსთავი 2“ იმდენად „გაიყიდა“, რომ წლებია საზოგადოებაზე ზეგავლენა აღარ აქვს“

„ ნიკა გვარამიას ტელევიზიებთან მიმართებაში გამოთქმული პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკაა“, – განცხადება ამის შესახებ საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტმა არჩილ გამზარდიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
გამზარდიას თქმით, წინა ხელისუფლება წლების განმავლობაში მედიას პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად განიხილავდა და მაშინდელი ტელემედია ასეთიც იყო, თუმცა, როგორც ექსპერტი მიიჩნევს, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მედიისთვის კარგი გარემო შეიქმნა, რამაც მას განვითარების საშუალება მისცა.
გამზარდიას თქმით, „მედიასაშუალებები დღეს თავის თავს დაემსგავსნენ“, თუმცა, მისი შეფასებით „რუსთავი 2“ რჩება ისეთივედ, როგორც ის წლების განმავლობაში იყო.
არჩილ გამზარდიას განმარტებით, სწორედ ამის გამოა, რომ „რუსთავი 2“- ის საინფორმაციოს საზოგადოებაზე ზეგავლენა აღარ აქვს.
„ ის, რასაც გვარამია მედიასთან მიმართებაში ლაპარაკობს, ეს იყო წინა ხელისუფლების პოლიტიკა მედიასთან და საზოგადოებასთან მიმართებაში. „რუსთავი 2“ -ის დღევანდელი დირექტორი მაშინდელი სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, ამიტომ ამ პოზიციებს გამოხატავს.
ჩვენი მედიასაშუალებები ბოლო წლების განმავლობაში, როგორც იქნა, მედიასაშუალებებს დაემსგავსნენ. რაც გინდა პრეტენზია გქონდეს მოქმედ ხელისუფლებასთან, რომელიც ყოველთვის იდეალური არ არის, ფაქტია, რომ მედიისთვის სასურველი გარემო შეიქმნა, სიტყვის თავისუფლებისთვის ადამიანს თმის ღერი არ ჩამოვარდნია. დღეს მედია ჰგავს თავის თავს, თუმცა „რუსთავი 2“ დარჩა იგივე დონეზე და მისი საინფორმაციო და მისი მიდგომები ისეთივეა, რაც წლების განმავლობაში იყო. ის, როგორც მედიასაშუალება, იმდენად „გაიყიდა“, რომ არანაირი კითხვის ნიშანი პრაქტიკულად არ დარჩა. წლებია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციოს საზოგადოებაზე ზეგავლენა აღარ აქვს“,- აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები