დიმიტრი ქუმსიშვილი: მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა თავად მაუწყებლის გადასაწყვეტია

ეს განცხადება, სულ მცირე, არაკორექტულია, – ასე აფასებს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უმრავლესობის წევრის, გოგი თოფაძის განცხადებას “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით.
ამ უკანასკნელმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ხვალ აღარ იქნება.
მინისტრს კი მიაჩნია, რომ ტელეკომპანიების გადასაწყვეტია მათი სარედაქციო პოლიტიკა.
“რა თქმა უნდა, ეს განცხადება, სულ მცირე, არაკორექტულია. მოგახსენებთ, რომ ნებისმიერ პოზიციურ, ოპოზიციურ, ობიექტურ მაუწყებელს აქვს უფლება, იყოს ქვეყანაში და ეს არის მხოლოდ მათი სარედაქციო პოლიტიკის ნაწილი. გამომდინარე იმ რეფორმიდან, რომელიც ჩვენ გავატარეთ ციფრულ მაუწყებლობაში, დღეს აბსოლუტურად გახსნილია სამაუწყებლო სივრცე. თქვენ შეგიძლიათ, ერთ დღეში გახსნათ ახალი ტელევიზია და დაიწყოთ მაუწყებლობა”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები